ვლადიმერ კონსტანტინიდი: ვმუშაობთ, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი ზემოქმედება საოკუპაციო რეჟიმზე

ჩვენ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, მექანიზმი აქტიურად გვაქვს ამოქმედებული რათა დროულად მოხდეს შესაბამისი ზემოქმედება საოკუპაციო რეჟიმზე იქ არსებულ ვითარებასთან და დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა ​საქართველოს 8 მოქალაქის გატაცების ფაქტან დაკავშირებით განაცხადა.
„იცით, რომ საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ასე ვთქვათ, ისინი აპირებენ ე.წ. სასამართლო პროცესის ჩატარებას აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, მექანიზმი აქტიურად გვაქვს ამოქმედებული და ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ ყველა აქტორთან, ვისაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ამ პროცესებზე, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი ზემოქმედება საოკუპაციო რეჟიმზე იქ არსებულ ვითარებასთან და დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით. უახლოეს შეხვედრებზე გვექნება საუბარი ამ ყველა მოვლენაზე, მათ შორის ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე, როგორც ინციდენტების მექანიზმის რეჟიმში, ასევე ჟენევის მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე აქტიურად, კიდევ ერთხელ ძალიან მკაცრად დაისმება ეს საკითხი”, – განაცხადა კონსტანტინიდმა ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები