ესტონეთის პრეზიდენტი: ესტონეთი გმობს საქართველოში ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას

ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულანდმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესზე ისაუბრა.
ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა Twitter-ში დაწერა.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ნაწილების ოკუპაციას არ დაივიწყებს.
„დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე და კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ ესტონეთი გმობს ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას, რომელიც საქართველოსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის ბოროტების ხაზზე მიმდინარეობს. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ნაწილების ოკუპაციას არ დაივიწყებს“, – დაწერა ესტონეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები