ჯეიმს აპატურაი: ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესს გამოეხმაურა.
„რუსეთის ხლეისუფლებამ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმმა სქართველოში სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების ინსტალაცია განაახლა. აღნიშნული დამატებით სირთულეებს ქმნის, რადგან ადამიანებს თავიანთ მიწას, ოჯახებსა და მეგობრებისგან წყვეტს. ეს არის უკანონო. ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს ამ საქმიანობის შეწყვეტისკენ. ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – დაწერა აპატურაიმ Facebook-ის პირად გვერდზე.
სოფელ გუგუტიანკართან საოკუპაციო ძალებმა ხელოვნური ბარიერების აღმართვა დღეს კვლავ განაახლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები