ქართული საექსპორტო პროდუქციის TOP 10

საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებში ექსპორტი ზრდის დინამიკას აჩვენებს. 2019 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 12,4%-ით გაიზარდა და $2 მლრდ-ს აჭარბებს.ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, 1.6%-ით არის გაზრდილი და $1,312 მლრდ-ია.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $2,86 მლრდ შეადგინა – საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5%.
საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებს უკავია $364.9 მლნ-ით, რაც მთელი ექსპორტის 17.4%-ია. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები $317.3 მლნ დოლარით (ექსპორტის 15.1%), მესამეზე – ფეროშენადნობებია $195.7 მლნ-ით (9.3%).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები