საქართველოში ხორცის წარმოება 4.6 %-ით გაიზარდა, კვერცხის კი 5.4 %-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, ხორცის წარმოებამ საქართველოში 15. 9 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.6 %-ით აღემატება. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 151.1 მილიონი ცალი კვერცხი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.4 პროცენტით ნაკლებია. 1.8 %-ით, 193. 0 მლნ ლიტრამდე გაიზარდა რძის წარმოება. სამაგიეროდ, 965.3 ათასამდე, ანუ 1.4 %-ით შემცირდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა. 2.9 %-ით შემცირდა ცხვრისა და თხის სულადობაც. 13.4 %-იანი კლება დაფიქსირდა ღორების სულადობაშიც. 4.6 % -ით, 10.4 მლნ ფრთამდეა შემცირებული ფრინველის რაოდენობაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები