ეკატერინე მიქაბაძე: ექსპორტის ზრდა ეკონომიკური განვითარების მიმართ პოზიტიურ მოლოდინს ამყარებს

„ექსპორტის ზრდა კიდევ ერთი დასტურია, რომ ფუნდამენტური ფაქტორები დადებითად ვითარდება, რაც კიდევ უფრო ამყარებს პოზიტიურ მოლოდინებს ეკონომიკური განვითარების მიმართ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ საგარეო ვაჭრობის სტატისტიკური მაჩვენებლის კომენტირებისას განაცხადა.
საქსტატის თანახმად, 2019 წლის ივლისში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი მნიშვნელოვნად – 17.5 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 326.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ივლისში იმპორტი 4.4 პროცენტით შემცირდა და 762.0 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. შესაბამისად, ივლისში სავაჭრო დეფიციტი მნიშვნელოვნად – 83.5 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა და 435.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. სავაჭრო დეფიციტი, წინა წლის ივლისთან შედარებით, 8,3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და მან საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0 პროცენტი შეადგინა.
ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით, თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები კი ხელს უწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას და ქმნის საექსპორტო პოტენციალის დამატებითი ზრდის შესაძლებლობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები