მამუკა ბახტაძე: ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას, შესაბამისად, გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული

“მე ვიყავი, ვარ და ვიქნები “ქართული ოცნების” გუნდის წევრი; რაც შეეხება ცვლილებებს – ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ეს არის ცოცხალი პროცესი”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების მიერ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობა პარლამენტში წარადგენს განახლებულ პროგრამას და გუნდის დაკომპლექტებაც მასზე იქნება დამოკიდებული.
“ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას, შესაბამისად, გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ვართ ორიენტირებული შედეგებზე. ის პროგრამა, რომელიც შარშან წარვადგინეთ და წარვადგენთ 2020-ის არჩევნებისთვის, არის განმსაზღვრელი. შესაბამისად, ნებისმიერი პოზიცია დაკომპლექტდება სწორედ ამ პროგრამის შესაბამისად”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები