ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილი თუ გააკეთებდა, უპრეცედენტო პროექტი იქნებოდა, დღეს არ ვარგა და საფრთხეა?

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი კობი-ქვეშეთის ახალი გზის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ შეფასებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისი თქმით, სავტომობილო და სარკინიგზო მაგისრტრალების, საკომუნიკაციო ხაზების განვითარება მართლაც პრიორიტეტული უნდა გახდეს:
„გამოვა ვიღაც და დააბრეხვებს – ესა და ეს პროექტი არ უნდა გაკეთდეს, ვინაიდან სამხედრო საფრთხის შემცველია, მით უმეტეს, თუ არსებული ხელისუფლება აკეთებს. არა, თუ სააკაშვილი გააკეთებდა, უპრეცედენტო პროექტი იქნებოდა. დღეს არ ვარგა, საფრთხეა, რუსები ადვილად შემოვლენ, თემურლენგი გაცოცხლდება, ჯალალედინი მობრუნდება და ასე შემდეგ. ისე, სამხედრო საფრთხე, რომ აიცილო, მთელი რიგი კომპლექსური სამუშაოები უნდა ჩაატარო – უნდა განსაზღვრო და გაწერო მოწინააღმდეგის სავარაუდო და შესაძლო მოქმედების გეგმები, შენი გეგმები, უზრუნველყოფა, ლოჯისტიკა, კავშირგაბმულობა, ევაკუაცია… საკუთარი მოქალაქეებისა და საერთაშორისო მხარდაჭერის ხარისხი… პოლიტიკური ელიტის სიმტკიცე (რა ვქნა, სულ ბრძოლის ველიდან გამოქცეული ყოფილი მთავარსარდალი მახსენდება). ეს ისე ძალიან მოკლედ და მარტივად, სანამ რამეს დააბრეხვებთ… თუკი ეს პროექტი უზრუნველყოფს მზარდი საავტომობილო მოძრაობის გამავლობას, თუკი არ ზიანდება ისტორიული-კულტურული ძეგლები, არ აზიანებს გარემოსა და ბუნებას, ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყნის ფინანსურ გაძლიერებას, რა არის ამაში ცუდი ? ჩვენ არ გაგვაჩნია ნავთობი და გაზი, ჩვენი ერთ-ერთი კოზირი ადგილმდებარობა და მისი გონივრულად და რაციონალურად გამოყენებაა, აქედან გამომდინარე, სავტომობილო და სარკინიგზო მაგისრტრალების, საკომუნიკაციო ხაზების განვითარება მართლაც პრიორიტეტული უნდა გახდეს”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოცქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები