დონალდ ტრამპს გრენლანდიის ყიდვა უნდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უკვე რამდენჯერმე განიხილა დანიისგან გრენლანდიის ყიდვის საკითხი.
ამის შესახებ Wall Street Journal-სა და CNN-ს რამდენიმე წყარომ განუცხადა.
გამოცემების წყაროს ინფორმაციით, ტრამპმა საკითხს მრჩევლებთან განიხილავდა, მათ სერიოზულ კითხვებს უსვამდა და გრენლანდიის ფლობით მიღებულ უპირატესობებს განიხილავდა. გარდა ამისა, თურმე ტრამპი თანაშემწეს საკითხის შესწავლა დაავალა.
ამასთან, WSJ-ს ორმა წყარომ განუცხადა, რომ მრჩევლებს შორის ერთსულოვანი დამოკიდებულება არ არის. ადმინისტრაციის ზოგიერთი თანამშრომელი მიიჩნევს, რომ გრენლანდიის ყიდვა ეკონომიკურად მომგებიანია, ნაწილი კი ამას “ტრამპის მორიგ დროებით ახირებად“ აფასებს. ადმინისტრაციის ნაწილი ამბობს, რომ ტრამპს აქვს სურვილი, ქვეყნის ისტორიაში შევიდეს, როგორც პრეზიდენტი, რომელმაც ახალი ტერიტორია იყიდა.
თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტს გამოცემების კითხვებისთვის პასუხი ჯერ არ გაუციათ.
აღსანიშნავია, რომ გრენლანდიაში ამერიკული სამხედრო ბაზა მდებარეობს. CNN აღნიშნავს, რომ ეს აშშ-ის პირველი მცდელობა არ არის, გრენლანდიაზე კონტროლი მოიპოვოს.
რეგიონისადმი ინტერესი პირველად 1867 წელს სახელმწიფო მდივანმა – უილიამ სიუარდმა გამოხატა. მორიგი დაინტერესება 1946 წელს პრეზიდენტ გარი ტრუმენის დროის დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები