ლევან კობერიძის განცხადება: აუხსნას ახლა გახარიამ საზოგადოებას, რატომ დაარღვია კანონი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძე შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას აკრიტიკებს და მას კანონის უგულებელყოფაში ადანაშაულებს.
“ორი თვის წინ შსს მინისტრს, გახარიას სადეპუტატო შეკითხვა გავუგზავნე იმ აქტივობაზე, ამოტრიალებული მანქანებით რომ გაავსეს მთელი ქალაქი – კამპანია “მეტი სიცოცხლისთვის”: რა იყო ამ კამპანიის მიზანი, რა დაუჯდა ეს ბიუჯეტს და რა შედეგები დადგა. ჩემი აზრით, ეს იყო ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითი და, როგორც ჩანს, ამაზე შს მინისტრს პასუხი არ აქვს. კანონის ძალით, ნებისმიერ მინისტრსა და საჯარო უწყებას ევალება, რომ კონკრეტულ ვადაში უპასუხოს პარლამენტარის სადეპუტატო შეკითხვას, გახარიამ უგულებელყო და დაარღვია კანონი. აუხსნას ახლა გახარიამ საზოგადოებას, რატომ დაარღვია კანონი ?!”, – აცხადებს ლევან კობერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები