მამუკა ხაზარაძე: გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება

“გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. აქვე მინდა, ვთხოვო ქართულ ბიზნესს – დაეხმაროს იქ მცხოვრებ ადამიანებს”, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს – იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახებისა და ქართული მიწის დაცვას.
დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა.
ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები.
ჩვენი მოვალეობაა, მათთან ერთად ვიდგეთ.
ამიტომ გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. აქვე მინდა, ვთხოვო ქართულ ბიზნესს – დაეხმაროს იქ მცხოვრებ ადამიანებს.
ქართული კერა არ მოიშლება,
ამ ომს ჩვენ მოვიგებთ,
საქართველო გაერთიანდება!”, – წერს მამუკა ხაზარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები