სოფიო ხორგუანი: ბოლოსდაბოლოს, დადეთ ის დოკუმენტი, რას მოაწერა ხელი სააკაშვილმა და სად გადის ე.წ. გამყოფი ხაზი

უფლებადამცველი და სამართალმცოდნე, სოფიო ხორგუანი აგვისტოს ომის თაობაზე მიმდინარე დისკუსიას ეხმაურება.
ხორგუანი შესაბამის პოსტს “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს.
“ბოლოსდაბოლოს, დადეთ ის დოკუმენტი, რას მოაწერა ხელი სააკაშვილმა და სად გადის ე.წ. გამყოფი ხაზი. ატვირთეთ რუკა, რად გვაგლიჯავთ ნერვებს?! თქვენ თუ ხართ მაზოხისტები, ჩვენ არ ვართ სადისტები, არა. არც ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევის გვეშინია და არც – სიმართლისთვის თვალის გასწორების. ეს ვითომ ჩახუჭუჭუბული პიარსტრატეგიები ისეთებს მაინც აწერინ-აგეგმინეთ, ვინც სტრატეგიისა და ტაქტიკის განსხვავებას შეძლებს ფხიზელი გონებით – ფილმებისა და შეხსენებების გარეშე. გვახსოვს, რაც იყო და როგორც იყო 2008 წლის აგვისტოში, საკუთარ ტყავებზე გადავიტანეთ და იმიტომ მოვიშორეთ უპასუხისმგებლო ხელისუფალი, იმიტომ და თქვენც იმდენს იზამთ, სწორედ უპასუხისმგებლობის გამო მოგიშორებენ”, – წერს სოფიო ხორგუანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები