“წინა ხელისუფლების წარმომადგენლები შიშმა შეიპყრო, რომ მოხდა იმ ტაბუს დარღვევა, რომელიც აგვისტოს ომში „ნაცმოძრაობასა“ და მათი ბელადის დანაშაულს აჩენს”

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აგვისტოს ომში მაშინდელი ხელისუფლების როლზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ტაბუ მოიხსნა, რომელიც აგვისტოს ომში „ნაცმოძრაობისა“ და მათი უცვლელი ბელადის დანაშაულს აჩენს”.
„დიახ, რუსეთი ოკუპანტია და ამაში ვთანხმდებით ყველა, გვეთანხმებიან და მხარს გვიჭერენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები და მეგობრები. მაგრამ იქვე ხაზგასმით აღნიშნავენ ამ ოკუპაციის ავტორისა და თანაავტორის – მიხეილ სააკაშვილის შესახებ. და ამის შესახებ საუბრობენ კონდოლიზა რაისი (აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი), კოლინ პაუელი (აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და გაერთიანებული შტაბების ყოფილი თავმჯდომარე, ოთხვარსკვლავიანი გენერალი), რიჩარდ მაილსი (აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში), სტივ ჰედლი (აშშ-ის უშიშროების საბჭოს ყოფილი მრჩეველი) და სხვა უმრავი ამერიკელი თუ ევროპელი ლიდერი. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ ზემოჩამოთვლილ პერსონებს, ცხადია, ვერ უბედავენ ამის თქმას, ხოლო თუ საქართველოში ვინმემ იგივე თქვა, ეგრევე „გაზპრომის“ აქციონერი და კრემლის აგენტი ხდება. სინამდვილეში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები შიშმა შეიპყრო, შიშმა იმისა, რომ მოხდა იმ ტაბუს დარღვევა, რომელიც აგვისტოს ომში „ნაცმოძრაობისა“ და მათი უცვლელი ბელადის დანაშაულს აჩენს“. – აცხადებს ნიკოლეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები