“საქართველოში არსებულმა ნეგატიურმა პოლიტიკურმა ფონმა ასახვა ჰპოვა არამხოლოდ ტურიზმის სექტორზე, არამედ, გარკვეულწილად, შეანელა ღვინის სექტორიც”

“საქართველოში არსებულმა ნეგატიურმა პოლიტიკურმა ფონმა ასახვა ჰპოვა არამხოლოდ ტურიზმის სექტორზე, არამედ, არსებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ, გარკვეულწილად, შეანელა ღვინის სექტორიც”, – ამის შესახებ თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ანგურიძე განმარტავს, რადგან რუსეთის ბაზარი არის საექსპორტო ღვინის გასაღების მთავარი წყარო, შესაბამისად, სანქციების მოლოდინმა მეღვინეების მხრიდან შეამცირა ყურძენზე მოთხოვნა.
“საქართველოში არსებულმა ნეგატიურმა პოლიტიკურმა ფონმა ასახვა ჰპოვა არამხოლოდ ტურიზმის სექტორზე, არამედ, არსებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ, გარკვეულწილად, შეანელა ღვინის სექტორიც. რადგან, რუსეთის ბაზარი არის საექსპორტო ღვინის გასაღების მთავარი წყარო. შესაბამისად, სანქციების მოლოდინმა მეღვინეების მხრიდან შეამცირა ყურძენზე მოთხოვნა.
2019 წლის მაისის თვეში რუსეთში ექსპორტირებულ იქნა 4 522 250 ბოთლი.
2019 წლის ივნისი – 4 209 866 ბოთლი.
2019 წლის ივლისი – 3 550 264 ბოთლი. (18%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით)
მონაცემები გვიჩვენებს, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტის შემცირება პირდაპირ არის კავშირში ივნისის თვის პოლიტიკურ მოვლენებთან.
აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა და მევენახეობა არის სწორედ ის დარგი, რომელიც საკმაოდ სწრაფი ტემპებით ვითარდება და არის რეალური კონკურენტული გარემო. 2018 წელს საქართველოში რთველი ჩატარდა სუბსიდიის გარეშე და მიღებულ იქნა რეკორდული 230 ათასზე მეტი ტონა მოსავალი. ხოლო ჯამურად მევენახეობის შემოსავალმა 300 მლნ ლარს გადააჭარბა. 2019 წლის პროგნოზით 250 ათასი ტონა მოსავლის მიღება იგეგმება.
უნდა აღინიშნოს, რომ მეღვინეობა-მევენახეობა არის სწორედ ის დარგი, რომელიც იძლევა საშუალებას, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი იყოს ჩართული, რაც ინკლუზიურობის კარგი მაგალითია.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გასცეს მკაცრი პასუხი იმ პოლიტიკოსების მოქმედებებს, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ცდილობენ, მოსახლეობაში ხელოვნურად შექმნან უკმაყოფილების ფონი”, – წერს ანგურიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები