ნინო წილოსანი: აგვისტოს ომზე “იმედზე” გასულ ფილმში უცვლელია ჩვენი მტერი, მაგრამ, ასევე, უცვლელია მოღალატეები

ტელეკომპანია “იმედზე” გასული ფილმსა – „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“ და შემდგომ გამოთქმულ მოსაზრებებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ნინი წილოსანი ეხმაურება.
“აგვისტოს ომზე “იმედზე” გასულ ფილმში უცვლელია ჩვენი მტერი, მაგრამ, ასევე, უცვლელია მოღალატეები.
რამდენადაც უნდა შეეცადო ისტორიის გადაწერას, შედეგებიც უცვლელია:
– ჩვენი 400-ზე მეტი დაღუპული მოქალაქე
– დაკარგული 151 დასახლებული პუნქტი
– ოკუპირებული ახალგორი და კოდორი
მაგრამ, ამასთანავე,
ძალაუფლება შენარჩუნებული ხელისუფლება,
მილიარდობით დოლარი მიღებული საერთაშორისო დახმარებების სახით,
და, საბოლოოდ, დაზარალებული საქართველო.
რა უჯდება ქვეყანას არასწორი ან განზრახ არასწორი გადაწყვეტილებები?! და რატომ იყო არასწორი, ამას აშშ-ის მაშინდელი ელჩის – კონდოლიზა რაისის, ტალიავინის დასკვნისა და ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშები, ფაქტები და, საბოლოოდ, შედეგები ნათლად მოწმობს.
და თუ სიმართლე სიჩუმეს არღვევს, მე არ ვპატიობ არც მტერს და არც ამ ადამიანებს ჩემი ქვეყნის მიწა-წყლის დათმობას და თქვენ რა გიღირთ ამის პატიება (?)”, – აღნიშნავს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები