აკაკი ზოიძე: “ნაცმოძრაობის” შეტევამ “იმედის” პროდიუსერებსა და ჟურნალისტებზე კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ეს დესტრუქციული ძალა არასოდეს აღიარებს საკუთარ დანაშაულებებს

“ნაცმოძრაობისა” და მისი სატელიტების გააფთრებულმა “ფეისბუქშეტევამ” “იმედის” პროდიუსერებსა და ჟურნალისტებზე ამ არხზე კვირას გასული ფილმის – „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“ გამო, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ეს დესტრუქციული ძალა არასოდეს არ აღიარებს და არ მოინანიებს საკუთარ დანაშაულებებს ამ ქვეყნისა და ხალხის წინაშე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ზოიძე აღნიშნავს, სწორედ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ქმედებებმა და ცეცხლთან უგუნურმა თამაშმა მისცა რუსეთს საშუალება, დღემდე საკითხავი გაეხადა, თუ ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი, როდესაც ომი იყო ჩვენს მიწაზე და ამ ომის შედეგად ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20% და, შესაბამისად, ასეთი კითხვა საერთოდ არ უნდა არსებობდეს!
“ნაცმოძრაობისა” და მისი სატელიტების გააფთრებულმა “ფეისბუქშეტევამ” “იმედის” პროდიუსერებსა და ჟურნალისტებზე ამ არხზე კვირას გასული ფილმის – „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“ გამო, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ეს დესტრუქციული ძალა არასოდეს არ აღიარებს და არ მოინანიებს საკუთარ დანაშაულებებს ამ ქვეყნისა და ხალხის წინაშე, მათ შორის იმ დანაშაულებრივ შეცდომებს (?), რითაც, ფაქტობრივად, (და სწორედ ეს ფაქტებია მოყვანილი ამ ფილმში) ნებსით თუ უნებლიეთ, ხელი შეუწყო რუსულ აგრესიასა და ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას, რომელიც დღემდე გრძელდება და უდიდესი ზიანი მოაქვს საქართველოსათვის.
სწორედ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის ქმედებებმა და ცეცხლთან უგუნურმა თამაშმა მისცა რუსეთს საშუალება, დღემდე საკითხავი გაეხადა, თუ ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი, როდესაც ომი იყო ჩვენს მიწაზე და ამ ომის შედეგად ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20% და, შესაბამისად, ასეთი კითხვა საერთოდ არ უნდა არსებობდეს!
ნაცვლად იმისა, რომ ომიდან 11 წლისთავზე ჩვენს საზოგადოებას მისცენ საშუალება, გაანალიზოს და გაიაზროს ამ ომის შეულამაზებელი ისტორია, რათა ყველამ ერთად შევძლოთ, გამოვიტანოთ და მომავლისთვის გავითვალისწინოთ ისტორიის გაკვეთილები და ამის შემდეგ მოვახდინოთ სრული კონსოლიდაცია დეოკუპაციისა და სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში. სააკაშვილი და მისი მიმდევრები დღესაც ცდილობენ, ომის თემა გამოიყენონ საზოგადოებაში დაპირისპირებისა და სიძულვილის დანერგვისათვის. ფსევდოპატრიოტული აგრესიული რიტორიკით (და ზოგჯერ ბოდვით – მარტო კობი-გუდაური ჩქაროსნული მაგისტრალის პუტინის პროექტად გამოცხადება რად ღირს!) და ქვეყნის მოღალატის იარლიყების მიკერებით, ისინი მასობრივად და ორგანიზებულად „აბულინგებენ“ ნებისმიერ ადამიანს, პოლიტიკურ ჯგუფს თუ მედიასაშუალებას, რომელიც გაბედავს და გადაუხვევს 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის “ნაციონალების” მიერ შეკოწიწებულ ვერსიას.
საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის ესოდენ მგრძნობიარე 2008 წლის ომისა და ოკუპაციის თემის ბინძური პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებითა და საზოგადოებაში მუდმივად განხეთქილების შეტანის გზით, “ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტები კვლავ და კვლავ ოკუპანტი ქვეყნისა და ვლადიმერ პუტინის ინტერესებს უწყობენ ხელს და ზიანს აყენებენ არა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, არამედ – საქართველოს სახელმწიფოს და მკვეთრად აფერხებენ ჩვენი საზოგადოების შეკავშირებას ამ ქვეყნის გაძლიერებისა და გაერთიანების ეროვნული ამოცანების გარშემო.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თითოეული ჩვენგანი და არა მხოლოდ პოლიტიკოსები, კარგად გავიაზრებთ საფრთხეს და არ შევყვებით ამ დესტრუქციულ ძალას კიდევ ერთხელ საზოგადოების გახლეჩის იმ საბედისწერო პროცესში, რომელსაც შედეგად მხოლოდ ამ ქვეყნისათვის გამოუსწორებელი ზიანი შეიძლება, მოჰყვეს, როგორც, სამწუხაროდ, არაერთხელ მომხდარა ჩვენს უახლეს ისტორიაში”, – წერს აკაკი ზოიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები