ანგელა მერკელი პოლიტიკიდან მიდის
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, ბუნდესტაგში 2021 წლის არჩევნების შემდეგ, აქტიური პოლიტიკით აღარ დაკავდება.
ამის შესახებ მერკელმა Ostsee-Zeitung-ს განუცხადა.
„მომავალში არ ვისურვებდი აქტიური პოლიტიკური თანამდებობების დაკავებას. რასაკვირველია, პოლიტიკურ ადამიანად დავრჩები, მაგრამ აქტიური პოლიტიკური საქმიანობით დაკავებული აღარ ვიქნები“, – აღნიშნა მერკელმა.
მისი თქმით, ამის გაკეთებას არც ევროკავშირის დონეზე აპირებს.
„ევროკავშირში ყველა თანამდებობა ცოტა ხნის წინ შეივსო“, – განმარტა გერმანიის კანცლერმა.
კითხვაზე – რას არ ისურვებდა, 50 წლის შემდეგ საკუთარ თავზე წაეკითხა, ანგელა მერკელი პასუხობს, რომ – „მერკელი ცდილობდა“.
2018 წლის მიწურულს, მერკელმა გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თანამდებობა დატოვა, თუმცა კანცლერად დარჩა. თანამდებობაზე დარჩენას კი 2021 წლამდე – ვადის ამოწურვამდე გეგმავს.
ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერის თანამდებობას 2005 წლის 22 ნოემბრიდან იკავებს.