ირაკლი მეზურნიშვილი: ყველამ მკაცრად უნდა აგოს პასუხი, ვინც ამ კრიმინალურ სქემაში იყო ჩართული

„კანონის წინაშე ნებისმიერი ადამიანი თანასწორია და ყველამ უნდა აგოს პასუხი მკაცრად, ვინც ამ კრიმინალურ სქემაში იყო ჩართული” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გახსნის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მსგავს შემთხვევებზე ხელისუფლების პასუხი ყოველთვის ძალიან ხისტი იქნება.

„მსგავს შემთხვევებზე ხელისუფლების პასუხი ყოველთვის იქნება ძალიან ხისტი, რადგან კორუფცია და ფინანსური მაქინაციები არის ერთერთიმთავარი დაბრკოლება და მტერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს უნდა იყოს ასევე ნათელი გზავნილი მომავალში, რომ რეფორმა არისწარმატებული და ჩვენ გვაქვს ყველა ბერკეტი და მექანიზმი, რომ გამოვავლინოთ ასეთი ტიპის დანაშაული” – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

უმრავლესობის წევრის თქმით, ხელისუფლების მიერ გატარებული დღგ-ს დაბრუნების რეფორმა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისგანვითარებისათვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

„ამ რეფორმამ ბიზნესი უფრო მოქნილი გახადა, ბიზნესს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს გააფართოვოს თავისი არეალი. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენვხედავთ, რომ გარკვეული კრიმინალები ცდილობენ გვერდი აუარონ რეფორმას და სახელმწიფოს ზარალი მიაყენონ. ხელისუფლებამ გამოავლინა კრიმინალური სქემა და 100 მილიონიანი ზარალის პრევენცია მოხდა. ამის მიუხედავად ბიუჯეტს მაინც მიადგა 80 მილიონიანი ზარალი, რაც ძალიანდიდი დანაშაულია” – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები