გიგა ბოკერია: ბატონი კეზერაშვილის წინააღმდეგ „ოცნების“ პროპაგანდა ჩაირთო

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ პროპაგანდა ჩაირთო.
ბოკერიას განმარტებით, ისრაელში გამოძიება გადასახადების გადაუხდელობაზე არა კეზერაშვილის, არამედ სხვა ფიგურების წინააღმდეგ მიმდინარეობს.
„ეს არის „ქართული ოცნების“ ცრუ პროპაგანდა. ვწუხვარ, რომ მედია ფაქტებს არ ამოწმებს. მესმის, რატომ წამოიჭრა ეს საკითხი. ტელევიზიის შექმნის ამბავი როგორც კი გაირკვა, „ოცნების“ პროპაგანდა ჩაირთო ბატონი კეზერაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ჩემი მეგობარია. ის თავად გასცემს, ალბათ, პასუხს, მაგრამ საკმარისია, გაეცნოთ ისრაელის მედიას და ირკვევა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველიც კი ვერ იპოვეს ისრაელში. გამოძიება მიმდინარეობს გადასახადების გადაუხდელობაზე არა კეზერაშვილის, არამედ სხვა ფიგურების წინააღმდეგ. ეს რაღაც გამოძიება არაფერ კავშირშია  კეზერაშვილთან“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები