ძიძის მხრიდან ჩვილზე ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ძიძის მხრიდან ჩვილზე ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ჩვილის დედა, რომელიც ძიძას ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს,   ფოთის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ძიძა ჩვილზე ძალადობს. ბავშვის დედის განცხადებით, ეჭვის საფუძველზე სახლში ვიდეოკამერა დაამონტაჟა და ძალადობის კადრები თავად იხილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები