„საქართველო და შვეიცარია“ – სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში ფოტოგამოფენა გაიხსნება

13 აგვისტოს, 11:00 საათზე, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში, შვეიცარიის საელჩოს ორგანიზებით, გამოფენა – „საქართველო და შვეიცარია“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენის მიზანია,  ფოტოილურსტაციებით გადმოსცეს ბევრი მსგავსება და საერთო ნიშან-თვისება შვეიცარიასა და საქართველოს შორის, რომელთაგან ზოგი მოულოდნელიც კი არის. ორივე ქვეყანა პატარაა და ერთნაირად ამაყობენ მრავალფეროვანი ლანდშაფტებითა და მიკროკლიმატით.
მრავალმხრივმა მსგავსებამ და მეგობრულმა ურთიერთობამ განაპირობა საქართველოსა და შვეიცარიას შორის ნაყოფიერი პარტნიორობის ჩამოყალიბება, ისეთი მიმართულებით, როგორიცაა განვითარების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობა, ეკონომიკის, დემოკტრატიის, ადამიანის უფლებების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით ხელშეწყობა და პარტნიორობა.
გამოფენა ემსახურება ასევე, იმას, რომ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ინტერესი უფრო გაღრმავდეს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მეცნიერება, პროფესიული განათლება, სტუდენტების გაცვლა, კულტურა, გარემოს დაცვა და ტურიზმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები