პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1983 წელს დაბადებული მ.შ. თბილისში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან ,,მაკაროვის”-ის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 8 საბრძოლო ვაზნა და ერთი მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები