გორთან ახლოს ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მონაკვეთზე, გორთან ახლოს, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი კერძო ტაქსი იყო და მას უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა. მგზავრებმა მანქანიდან გადმოსვლა დროულად მოასწრეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მომხდარის გამო, ავტობანზე საავტომობილო მიმოსვლა დროებით შეფერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები