მოსკოვში მორიგი აქცია გაიმართება,რომელზედაც შესაძლოა, უკრაინისა და საქართველოს დროშები გამოჩნდეს

მოსკოვში დღეს, ამჯერად სანქცირებული საპროტესტო აქცია გაიმართება,~. ქალაქის ცენტრი გადაკეტილია. აქცია ადგილობრივი დროით 14:00 საათზეა ჩანიშნული. შეკრებილები მოსკოვის სათათბიროს არჩევნებში დამოუკიდებელი დეპუტატების დაშვებას ითხოვენ. აქციის გამართვა აკადემიკოს სახაროვის გამზირზეა დაგეგმილი, მონაწილეთა შეთანხმებული რაოდენობა 100 ათასი ადამიანია.
ამასთან, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლუბოვ სობოლმა, Facebook-ში გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელში აქციის მოწინააღმდეგეები ადამიანებს აგროვებენ, რომლებსაც აქციაში გარევენ. სობოლის ინფორმაციითვე, სასურველია, ადამიანები „ბომჟებს“, „ლოთებს“, „ბოშებს“ ჰგავდნენ, რომ ოპოზიციის აქციის დისკრედიტირება მოხდეს.
ადამიანებს, აქციაში მონაწილეობის სანაცვლოდ, 1000 რუსულ რუბლს გადაუხდიან, დაურიგებენ უკრაინისა და საქართველოს დროშებს.
„სახელმწიფო ტელეარხები აქციის ნეგატიური იმიჯის შექმნას ცდილობენ. ეძებენ ბომჟებს, ლოთებს, ბოშებს, რომ მათ უკრაინის, საქართველოს, რუსეთის დროშები დაიჭირონ. ამაზე, ალბათ, მერე სიუჟეტებსაც გააკეთებენ“,-წერს ოპოზიციის ლიდერი.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვში არასანქცირებული აქციის გამართვაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აშშ-ის საელჩო დაადანაშაულა. უწყებაში ამერიკელი მაღალჩინოსანი დიპლომატიც იყო დაბარებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები