რუსეთს ოკუპაციის განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების უგუნურმა და ანტისახელმწიფოებრივმა პოლიტიკამ მისცა – POSTV ანალიტიკა(ვიდეო)

„რუსეთს ოკუპაციის განხორციელების შესაძლებლობა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების უგუნურმა და ანტისახელმწიფოებრივმაპოლიტიკამ მისცა”, – ამბობს POSTV-ს ანალიტიკოსი, ბაჩო ოდიშარია ბლოგში, რომელიც აგვისტოს ომს ეძღვნება.
ავტორის თქმით, საქართველოში ჯორჯ ბუშის ვიზიტისა და ამერიკის მხრიდან სამხედრო ტექნიკით მომარაგების შემდეგ, სააკაშვილის რიტორიკა რუსეთთან მიმართებით რადიკალურად შეიცვალა.

„თუ მანამდე პუტინს თვალებში შესციცინებდა და რუსეთს “დიდებულ დერჟავად” მოიხსენიებდა, 2007 წლიდან უკვე დაიწყო აგრესიული ტონითსაუბრები იმაზე, რომ რუსეთი რაიმე ტიპის აგრესიის შემთხვევაში კარგ ჩიტს დაიჭერდა. ეს ისეთი შემთხვევაა, პატარა ზომის ძაღლები დიდიძაღლებისკენ რომ იწევენ და უყეფენ, სანამ პატრონის თოკზე არიან დაბმულები, ხოლო რომ მიუშვა, შეშინებულები გამორბიან უკან. შეშინებული სააკაშვილის გაქცევაც 2008 წელს მთელმა ქვეყანამ ვიხილეთ”, – ამბობს ანალიტიკოსი.

მისი თქმით, მაშინდელი ხელისუფლების იდეოლოგები დღეს უკვე ღიად აცხადებენ, რომ საქართველომ 2008 წლის ომით ამოისუნთქა.
”ამ მავნებლური შეფასების მიღმა, რეალურად, ის ფაქტი დგას, რომ სააკაშვილმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამოისუნთქა ქართველი ხალხის ხარჯზე, ამ ამოსუნთქვისათვის კი მსხვერპლად შეწირა დაკარგული სოფლები, უდანაშულო ადამიანები, სამხედროები, ქვეყნის ღირსება. 2008 წელიტრაგიკული აღმოჩნდა ყველასათვის, გარდა სააკაშვილის მთავრობისა, რომელმაც შეინარჩუნა და გაიმყარა ძალაუფლება, საერთაშორისოპარტნიორებისგან მიიღო 4 მილიარდიანი ვალი, რომელსაც სხვათაშორის დღემდე იხდის ჩვენი ქვეყანა და რაც ყველაზე დიდი პერვერსიაა, მოსახლეობას “აზეიმა” წაგებული ომი”, –  ამბობს ბაჩო ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები