სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს.
“გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის მნიშვნელობას და პარტნიორობის უფრო მეტად გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
აზერბაიჯანის ელჩმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა,”- წერია ინფორმაციაში.