მიხეილ სააკაშვილი: ნიკოლა სარკოზი 2008 წელს ჯამბაზივით მოიქცა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, 2008 წელს საფრანგეთის მაშინდელი
პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ჯამბაზივით მოიქცა – მან ცეცხლის შეწყვეტის გეგმა მისტრალებზე გაყიდა.
ამის შესახებ სააკაშვილმა IWPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა. ის იყო ძალიან არაკომპეტენტური. სარკოზის წყენა ამერიკის მიმართ, აღმოსავლეთ ევროპელების მიმართ ნიშნავდა, რომ იგი ამერიკელების როლის დაქვეითებას ცდილობდა. ამერიკელებს არ სურდათ, რომ ეს მისია მას შეესრულებინა. სარკოზიმ, ფაქტობრივად, მოახერხა და ამერიკელები დიპლომატიური პროცესისგან ჩამოაშორა და ორმაგი თამაში ითამაშა. მოდით, ვთქვათ, რომ ამ მისიის კარგი, პოზიტიური მხარე რუსეთისთვის ჯარის გაყვანის დავალდებულებაა, თუმცა, მეორე მხრივ, იმდენი ცუდი შედეგი მოჰყვა: ამერიკელების ჩამოშორება, რუსეთისთვის უსაფრთხოების ზონების მიცემა, მათთვის გარკვეული ლეგიტიმური როლის მინიჭება და სარკოზის საქციელის ყველაზე ცუდი ნაწილი კი ის იყო, რომ მან ეს შეთანხმება რამდენიმე თვეში დაივიწყა. მან ის მისტრალებში გაცვალა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები