ზურაბ ჩხაიძე: საკმაოდ მაღალი დონის პრეზენტაცია გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის განვითარების მიმართულების კუთხით

საკმაოდ მაღალი დონის პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის განვითარების მიმართულების კუთხით, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ზურაბ ჩხაიძემ პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გეგმა, რომელიც პრემიერმა წარადგინა, აბსოლუტურად განსხვავდება წინა პერიოდის გეგმებისგან.

„საკმაოდ მაღალი დონის პრეზენტაცია გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის განვითარების მიმართულების კუთხით. არის გამოწვევები და ეს გეგმა, რომელიც მან წარმოადგინა, აბსოლუტურად განსხვავდება წინა პერიოდის გეგმებისგან. მხედველობაში მაქვს ეკონომიკური განვითარება და ზოგადად, ქვეყნის გამოწვევა.

აქ არის ენერგეტიკის მხარე, დემოგრაფიის მხარე, ზოგადად, ქვეყნის განვითარება და კურსი“, – განაცხადა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები