„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი – ტრამპს: თქვენი პოლიტიკა რუსეთის მიმართ არ მუშაობს, – დროა, სტრატეგია შეცვალოთ, პუტინი დაგცინით
ბატონო პრეზიდენტო, თქვენი პოლიტიკა რუსეთის მიმართ არ მუშაობს, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელი“ წევრი დონ ბეიკონი სოციალურ ქსელში წერს, რითაც რუსეთის მიერ უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმებს ეხმაურება.
„ბატონო პრეზიდენტო, თქვენი პოლიტიკა რუსეთის მიმართ არ მუშაობს. სანამ ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, პუტინი უკრაინის ქალაქებს ბომბავს. აი, დღეს კიევი. დროა, სტრატეგია შევცვალოთ. ჩვენ და ჩვენმა მოკავშირეებმა უკრაინა კბილებამდე უნდა შევაიარაღოთ და ყველაზე მკაცრი სანქციები გვჭირდება. პუტინი თქვენ და ამერიკას დაგცინით“, – წერს კონგრესმენი X-ზე.