რუსეთში, სამხედრო ნაწილთან აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები
რუსეთში, არხანგელსკის ოლქთან მდებარე სამხედრო ნაწილში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.
მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
როგორც რუსულ მედიას რეგიონის გუბერნატორის პრესსამსახურში განუცხადეს, არხანგელსკის ოლქის საავადმყოფოები დაშავებულთა მისაღებად მზად არიან.