სპარსეთის ყურეში, ირანის კუნძულ კეშმზე მდებარე ნავმისადგომს შეერთებული შტატები და ისრაელი თავს დაესხნენ,- ამის შესახებ სააგენტო ISNA იტყობინება.
როგორც ცნობილია, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მანამდე, ირანის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქეშმის კუნძულზე წყლის გამტკნარების ქარხანა მტრის თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა.