ტაივანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – არის მსხვერპლი

ტაივანში 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი 30 კმ სიღრმეში დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სეისმური ცენტრი ავრცელებს.
კუნძულის სახანძრო უსაფრთხოების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიწისძვრას 60 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კუნძულს ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, შეფერხებული იყო სარკინიგზო მიმოსვლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები