მეტროსადგურ ,,დიდუბესთან” მატარებლის მინას ქვა ესროლეს – არიან დაშავებულები

მატარებლის ვაგონს, რომელიც ღრმაღელის მიმართულებით მოძრაობდა, სადგური დიდუბეს გაჩერებაზე ქვა ესროლეს, რის შედეგადაც მინები ჩაიმსხვრა და 2 ადამიანი დაშავდა.

დაშავებული მგზავრებიდან ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა 6 აგვისტოს საღამოს რვა საათისთვის მოხდა.

მეორე მგზავრს კი ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება.

“მატარებელი ღრმაღელეს მიმართულებით, მოძრაობდა. როცა ის გაჩერდა დიდუბის ღია უბანზე, როგორც ჩანს გარედან ქვა ესროლეს, რის შედეგადაც მინები ჩაიმსხვრა და 2 მგზავრი დაშავდა. მატარებელმა განაგრძო მოძრაობა და დაშავებული მგზავრები გარეთ ღრმაღელეს სადგურზე გამოვიყვანეთ. მათ გაეწიათ სამედიცინო დახმარება და ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაწყებულია გამოძიება”,- აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიში.

ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 187-ე და 124-ე მუხლებით დაიწყო.

წყარო: pia.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები