ჟირინოვსკი რუსეთიდან უცხო ქვეყნების ელჩების გაძევების ინიციატივით გამოვიდა

რუსეთის პარტია ლდპრ-ის ლიდერმა, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ მოსკოვის ცენტრში ოპოზიციის აქციები შეაფასა და განაცხადა, რომ რუსეთის შიდა პოლიტიკაში დასავლეთის ქვეყნები ერევიან.
მისი თქმით, მოსკოვში უცხო ქვეყნების პოლიტიკური დივერსანტები მოქმედებენ, რომელთა მიზანია „მცირე ნარინჯისფერი რევოლუციის“მოწყობა.
ჟირინოვსკი, ასევე, ამბობს, რომ მოსკოვში აშშ-ის საელჩოს საიტებზე უკანონო აქციების მარშრუტი იყო მითითებული, რაც, ჟირინოვსკის შეფასებით, გაუგონარი ამბავია.
პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საჭიროა რუსეთიდან უცხო ქვეყნის დიპლომატების და ჟურნალისტების გაძევება, რომლებიც ქვეყნის საქმეებში ერევიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები