სოფო კილაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდა
დეპუტატი სოფო კილაძე ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.
მაჟორიტარმა დეპუტატმა ადგილობრივებს რაიონში მის მიერ დაგეგმილი ახალი პროექტები გააცნო.
მოქალაქეებმა, თავის მხრივ, დეპუტატს ინფრასტრუქტული პრობლემების მოგვარებაში დახმარება სთხოვეს.
“ნაძალადევის რაიონში ბევრი გამოწვევაა როგორც სოციალური, ასევე – ინფრასტრუქტურული მიმართულებით. დღეს მოქალაქეებთან ერთად შევთანხმდით, რომ, გამგეობასა და მერიასთან თანამშრომლობით, უმოკლეს დროში დავიწყებთ საგზაო თუ სხვა ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას”, – განაცხადა სოფო კილაძემ.