რუმინეთი ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებას მხარს კვლავ აქტიურად დაუჭერს
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლისთავს ეხმიანება.
„რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერის საჭიროებას მტკიცედ ადასტურებს. კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს მისწრაფების მხარდაჭერას“, – აღნიშნულია უწყების Twitter-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის შედეგად, რუსეთმა საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა.