ლინას ლინკევიჩუსი: 11 წლის შემდეგაც, რუსეთის მხრიდან საქართველოს ანექსია გრძელდება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წლისთავს ეხმიანება.
როგორც ლინკევიჩუსმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, 11 წლის შემდეგაც რუსეთი საქართველოს “მცოცავ” ანექსიას განაგრძობს.
„თერთმეტი წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ. რუსეთი “მცოცავ” ანექსიას აგრძელებს და საქართველოს ტერიტორიის 20% იკავებს. სამწუხაროდ, ვერაფერი ვისწავლეთ, ამას ყირიმი და დონბასი მოჰყვა. ამას არ უნდა შევურიგდეთ“, – დაწერა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
2008 წლის ომს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები