“ჩვენი პასუხი ასეთია ოკუპაციაზე, რომ, მეტი სამშვიდობო ინიციატივით, დაზარალებული მოსახლეობის მიმართ ვუპასუხებთ მომავალშიც ამას“

ლუგარის ლაბორატორიისა და სხვა აბსურდული ბრალდებების ფონზე, ცხინვალის მიმართულებით გადაადგილების შეზღუდვას “გაუმართლებლად” აფასებს შერიგებისა​ და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი.
„ამას აბსოლუტურად არანაირი გამართლება და ლეგიტიმაცია არ გააჩნია; მით უფრო, დღეს ჩვენ ამ ყველაფრის ფონზე გვესმის, მაგალითად, ცხინვალიდან შეხსენებები ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, მთელი აბსურდული ბრალდებების კასკადით, რომელიც არაერთხელ მოგვისმენია და რომელსაც ასევე არანაირი საფუძველი აქვს.
ვისურვებდი, ამ მძიმე დღეებში, რომელიც მართლაც უამრავი ადამიანისთვის, ათასობით ოჯახისთვის პირად ტრაგედიას, ძალიან მძიმე დანაკარგს, დევნილობასა და ყოველდღიურ გამოწვევას უკავშირდება მავთულხლართების გასწვრივ – აქეთ თუ იქეთ მხარეს, ყველა მეტად დავფიქრდეთ, თუ რა გვინდა მომავალში, როგორ უნდა დავეხმაროთ ამ ადამიანებს და კიდევ უფრო არ დავუმძიმოთ ისედაც მძიმე მდგომარეობა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ოკუპაციაზე პასუხი მეტი სამშვიდობო ინიციატივა და კონფლიქტის დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის მეტი დახმარების გაწევა იქნება.
“ჩვენი პასუხი ასეთია ოკუპაციაზე, რომ მეტი განვითარებით, მეტი სამშვიდობო ინიციატივით, მეტი დახმარებით კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მიმართ ვუპასუხებთ მომავალშიც ამას“, – აღნიშნავს ციხელაშვილი.
შეგახსენებთ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. შეზღუდვები ე.წ. გამშვებ პუნქტებზე 6 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე დაიწყო და 9 აგვისტოს დილის 6 საათამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები