ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა – დაშავებულია ასამდე ადამიანი (ვიდეო)

ქაბულში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 95 ადამიანი დაშავდა.
მედიის ინფორმაციით, ქალაქის დასავლეთ ნაწილში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რომლის სამიზნე, სავარაუდოდ, მომხდართან ახლოს მდებარე პოლიციის სამმართველო იყო.
Tolo News-ის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო.
ამ ეტაპზე, სავარაუდო დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები