დავით ბაქრაძე: საქართველო გააგრძელებს მშვიდობიან ბრძოლას, რათა დასრულდეს ოკუპაცია

“ომის გარეშე, მშვიდობიანად უნდა გაგრძელდეს საქართველოს ბრძოლა ერთიანობისთვის, რაშიც დღეს მთავარი როლი ქართულ საზოგადოებასა და, პირველ ყოვლისა,ახალგაზრდებს ენიჭებათ”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მუხათგვერდის “ძმათა სასაფლაოზე” ისაუბრა, სადაც, პარტიის წევრებთან ერთად, 2008 წლის ომში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო.
„ომი არასდროს უნდა იყოს საქართველოს არჩევანი. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ საქართველო გააგრძელებს ბრძოლას. საქართველო გააგრძელებს მშვიდობიან ბრძოლას, რათა დასრულდეს ოკუპაცია იმისთვის, რომ გამთლიანდეს ქვეყანა და საქართველოს ჰქონდეს ევროპული მომავალი, როგორც ნამდვილად თავისუფალ ქვეყანას. ეს ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლის დროშა დღეს უჭირავს ქართულ საზოგადოებასა და, პირველ ყოვლისა, ახალგაზრდებს, რომლებიც აგრძელებენ რუსთაველზე ანტისაოკუპაციო მოძრაობას. დარწმუნებული ვარ, ეს ბრძოლა იქნება წარმატებული. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბოლომდე მივიყვანთ ბრძოლას საქართველოს მთლიანობისთვის, საქართველოს ერთიანობისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები