„მამიკო, ემილია რატომ არ ახელს თვალებს? რატომ არ გველაპარაკება?“ – “ჩერნოვეცკის ფონდი” საზოგადოებას ბუკიების ოჯახის დახმარებისკენ მოუწოდებს

საშინელებაა, როდესაც საავადმყოფო ადამიანის „სახლად“ იქცევა. ემილია – ეს არაჩვეულებრივი გოგონა, უკვე 3 წელია, რაც კლინიკაში წევს. ხანდახან იგი გაახელს თვალებს, ღრმად ამოისუნთქავს, მაგრამ ეს მხოლოდ წამები გრძელდება. ბავშვი უმალვე კარგავს გონებას და კომაში ვარდება.
ემილია ასეთ მდგომარეობაში დაბადებიდან იმყოფება. 3 წელია, მას ერთი წუთითაც არ შორდება საკუთარი მამა, რომელიც მისთვის ნამდვილად რომ მფარველი ანგელოზია. იგი რეანიმაციის განყოფილების კარებთან „მორიგეობს“, ღამეებს უძილოდ ატარებს, ოცნებობს შვილის გამოჯანმრთელებაზე, თუმცა სიტუაცია უკეთესობისკენ არა და არ იცლება.
“მე ჩემს გოგონას არასდროს მივატოვებ. სიცოცხლის ბოლომდე ვიქნები მასთან. მისი შემხედვარე, გული მაქვს ნაფლეთებად ქცეული. იცით, სიცოცხლე ისეთი რამ არის, რომ მისთვის უნდა იბრძოლო, არ უნდა დანებდე, არ უნდა შეუშინდე სირთულეებს და „გამარჯვებაც“ მოვა”, – ამბობს ჩვენთან საუბარში იური ბუკია.
ემილია დაზიანებული ხერხემლით დაიბადა, ცოტა ხანში კი მას ჰიდროცეფალია განუვითარდა. თავის ტვინზე ბავშვს 24 ოპერაცია აქვს გადატანილი, თუმცა მდგომარეობა უკიდურესად რთული რჩება.
6 წლის წინ, იურიმ და სალომემ ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს. შეეძინათ ტყუპები – მარიამი და მართა. მამა სტომატოლოგად მუშაობდა, დედა – ბავშვებს უვლიდა. მოკლედ, ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ და მატერიალურად არ უჭირდათ.
როდესაც ემილია დაიბადა, ბუკიების ოჯახის ცხოვრება კარდინალურად შეიცვალა.
„მომაკვდავი შვილი თბილისის კლინიკაში იწვა და მე ხობში როგორ უნდა დამეძინა მშვიდად?” – ამბობს იური ბუკია, – “ჩემი გული იქ იყო, ჩემს შვილთან. მე მას ვერ მივატოვებდი. გადავწყვიტეთ გაგვეყიდა სახლი და თბილისში გადავსულიყავით საცხოვრებლად. შევსახლდით ერთ პატარა ბინაში თემქაზე. მეუღლე უვლის ტყუპებს, მე კი – ემილიას და, შესაბამისად, კლინიკაში ვიმყოფები.
-როგორია თქვენი ოჯახის შემოსავალი?
იური: სოციალური შემწეობა და ბავშვის პენსია. თანხის დიდი ნაწილი მედიკამენტებსა და საფენებში გვეხარჯება. ძალიან ღარიბულად ვცხოვრობთ, ხანდახან, მე და ჩემი მეუღლე ვშიმშილობთ, რომ ტყუპებს არ მოაკლდეს საჭმელი.
-სახელმწიფო რით გეხმარებათ?
იური: ჯანდაცვის სამინისტრო იხდის მკურნალობისა და კლინიკაში ყოფნის საფასურს, ხოლო მედიკამენტების ნაწილსა და საფენებს მე ვყიდულობ.
-ანუ ტყუპებისთვის თანხა არ გრჩებათ?
იური: თითქმის არ მრჩება.
-რამდენი წლისანი არიან ტყუპები და ჰყავთ თუ არა ნანახი ემილია?
იური: მარიამი და მართა 5 წლისანი არიან. დაიკო რამდენჯერმე ჰყავთ ნანახი. ორი წლის წინ, ემილია ცოტა უკეთ შეიქნა და ექიმებმა ნება დაგვრთეს იგი სახლში წაგვეყვანა. რომ იცოდეთ, როგორ გაეხარდათ გოგონებს?! კოცნიდნენ, ეხვეოდნენ, სათამაშოებს ჩუქნიდნენ და მეუბნებოდნენ: „მამიკო, ემილია რატომ არ აღებს თვალებს? რატომ არ გველაპარაკება?“. ოჯახის ერთად ყოფნა 6 დღე გაგრძელდა. ბავშვი კვლავ ცუდად გახდა და ისევ კლინიკაში გავაქანეთ. მას არ შეუძლია სუნთქვა აპარატის გარეშე და ყოველდღიურ სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს”, – ამბობს იური.
მეგობრებო, მოდით ვილოცოთ ამ არაჩვეულებრივი გოგონას გამოჯანმრთელებისთვის. ლოცვას, როგორც იცით, უდიდესი ძალა აქვს.
თქვენ შეგიძლიათ, პირდაპირ დაუკავშირდეთ ემილია ბუკიას მამას, გაესაუბროთ და შეძლებისდაგვარად აღმოუჩინოთ დახმარება. მისამართი: თბილისი, თემქა, 11 მკრ, 2 კვარტალი, ტელ.: 568 16 15 15. თქვენ შორის უამრავი ქველმოქმედი ადამიანია და ვიცით, რომ თქვენ არ დატოვებთ ემილია ბუკიას უყურადღებოდ. გფარავდეთ უფალი!
ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ემილია ბუკია).
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც https:

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები