გიგა ბოკერია: ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, ბრძოლაში მთავარი მონაპოვრის – ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაკარგვა არ დავუშვათ

ქართული საზოგადოების შეუგუებლობას რუსეთის ოკუპაციისა და პოლიტიკური კარნახის წინააღმდეგ “უმნიშვნელოვანესად” აფასებს „ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია.
„ამ ჯარისკაცებმა, რომლებიც 11 წლის წინ ამ დღეებში დაიღუპნენ, საქართველოს მისცეს ამოსუნთქვის საშუალება, რომ რუსულ აგრესიას სწრაფად არ მიეღწია საკუთარი ამოცანისთვის, რაც მდგომარეობდა საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დამხობაში. ამიტომ, მათი ხსოვნა ყველა ჩვენგანის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაში, ამ ბრძოლაში მთავარი მონაპოვრის – ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაკარგვა არ დავუშვათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება ამას არასოდეს დაუშვებს. უმნიშვნელოვანესია, რომ ქართული საზოგადოება ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი იყოს და არ დაუშვას ყველაზე უფრო დიდი საფრთხე – ჩვენ შიგნით საფრთხე; ჩვენ შიგნით შეგუება იმასთან, რომ რუსული ოკუპაციისა და პოლიტიკური კარნახის გარეშე არ გვექნება თავისუფალი ქვეყნის აშენების შანსი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ეს უკავშირდება ჩვენს პერსონალურ თავისუფლებასაც იმიტომ, რომ ქვეყნის თავისუფლება და ჩვენი თავისუფლება ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირებული ორი ცნებაა”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს მუხათგვერდის “ძმათა სასაფლაოზე” პატივი მიაგეს “ევროპული საქართველოს” ლიდერებმა და ჯარისკაცების საფლავები ყვავილებით შეამკეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები