ვლადიმერ კონსტანტინიდი: პუტინის შეხვედრა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან მორიგი უკანონო მცდელობაა საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციისა

“საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობად” და “რუსეთის კონტროლის გაძლიერებად” აფასებს რაულ ხაჯიმბასა და პუტინის შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი.
“2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავის წინ, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან წარმოადგენს მორიგ უკანონო მცდელობას, მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია და დააკანონოს საკუთარი კონტროლი ოკუპირებულ რეგიონებზე”, – აცხადებს კონსტანტინიდი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მიუხედავად რუსეთის მცდელობებისა, საქართველოს მაინც ექნება საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა.
“რუსეთის მსგავსი მცდელობების მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაციას. საერთაშორისო საზოგადოება ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიული მთლიანობასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების არაღიარების პოლიტიკას, რაც თვალსაჩინოდ აისახება როგორც ცალკეული ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გაკეთებულ საჯარო განცხადებებსა და დოკუმენტებში, ასევე – მათ ქმედით ნაბიჯებში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით”, – აღნიშნა კონსტანტინიდმა.
შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს სოჭში რაულ ხაჯიმბასა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები