დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს  თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოებია.
სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთლი-3 I, III, IV, VI, VII, VIII, IX, X კვარტლის, ვარკეთილი-3 ,,დ’’ ქუჩის, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის, შუამთის, თრიალეთის, ქინძმრაულის, ლორთქიფანიძის, მროველის, ნახუცრიშვილის, იუმაშევის, ორახელასშვილის, გოკიელის, ჯავახეთისა და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის III მიკორორაიონის II კვარტლის, იოზეფ პილსუდსკის გამზირის, ძეგლევის, წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის, კალოუბნისა და პატარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღის III მიკორორაიონის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის (ნაწილობრივ) და დემეტრე თავდადებულის ქუჩის მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ასევე შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის, გლდანის მასივის IV, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ხერგიანის, იპოლიტოვ-ივანოვის, ქერჩის, ზარზმისა და ილორის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, წინამძღვრიშვილის (გლდანი), პატარა ტბისა და ხერგიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, სოფელი ჭალას, სოღანლუღის, მარნეულისა და ჭალადიდის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები