რატი იონათამიშვილი: ერთმანეთისგან ყოველთვის უნდა გავმიჯნოთ სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესები

პარლამენტის ადამიანთა უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ტელეკომპანია “პირველის” ხელმძღვანლის პროკურატურაში დაბარების საკითხს ეხმიანება.
მისი განცხადებით, ერთმანეთისგან ყოველთვის უნდა გაიმიჯნოს სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესები, რაც, მისი მოსაზრებით, სწორი ხედვაა კონკრეტული მიმართულების.
“ჩვენი ინტერესის სფერო არაა გამოძიება, ვის სად და როდის დაკითხავს რა კითხვებს დაუსვამს ან რა სახის საგამოძიებო ღონისძიებებში ჩაატარებს. ეს გამოძიების კომპეტენციაა. ჩვენი მიზანია, ნებისმიერი მიმართულებით გამოძიება მაღალი გამჭვირვალეობისა და კომპეტენციის ფარგლებში წარიმართოს. ღონისძიებები, რაც იქნება ჩატარებული, იქნება როგორც გამოძიების კომპეტენცია, ასევე – პასუხისმგებლობა.
ვფიქრობ, არასწორია, როდესაც ნებისმიერი საკითხი, რაც უნდა დაისვას ქვეყანაში, გვინდა, რომ მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში იყოს განხილული. ერთმანეთისგან ყოველთვის უნდა გავმიჯნოთ სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესები. ეს არის მხოლოდ სწორი ხედვა ამ მიმართულებით”, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „პირველის“ ხელმძღვანელი, ვახტანგ წერეთელი დღეს პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა წერეთელმა პროკურატურაში მისვლაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ კითხვებს მხოლოდ სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები