„ყველას ვერ დაიჭერთ და დააშინებთ” – ვატო წერეთელი პროკურატურის კითხვებს მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს

ტელეკომპანია „პირველის“ ხელმძღვანელი, ვახტანგ წერეთელი დღეს პროკურატურაში დაიბარეს.
თუმცა, როგორც „კვირას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, წერეთელმა პროკურატურაში მისვლაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ კითხვებს მხოლოდ სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს.
საგამპძიებო უწყებაში დაბარებას თავად წერეთელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„დაკითხვაზე დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს – მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, ტვ “პირველს” არ მოგაგუდინებთ!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ! ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ!“, – დაწერა წერეთელმა.
დაკითხვაზე ვახტანგ წერეთლის დაბარება ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები