დიღომში ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალსა და მცირეწლოვანს დაეჯახა – ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, დიღომში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალსა და მცირეწლოვანს დაეჯახა.
ავარიის დროს დაშავებული ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
რაც შეეხება ქალს – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები