ოდესაზე რუსული დრონით ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, რუსეთის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
„მტრის თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი მაღალსართულიანი შენობები, კერძო სახლები, სუპერმარკეტი, სკოლა და ავტომობილები. ზოგიერთ ადგილას ხანძარი გაჩნდა, რომელსაც ჩვენი მაშველები აქრობენ. ამჟამად, ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად.“,- განაცხადა კიპერმა.