კიევში არალეგალი მიგრანტები დააკავეს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არიან

კიევის პოლიციამ გამოავლინა და დააკავა არალეგალი მიგრანტები, რომლებიც „ტროეშჩინას“ ბაზრობაზე იყვნენ დასაქმებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახური იტყობინება.

როგორც აღნიშნავენ, დაკავებულია 119 არალეგალი მიგრანტი. ყველა მათგანი აზერბაიჯანის, საქართველოს, უზბეკეთის და ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.

დაკავებულების მიმართ 59 ადმინისტრაციული ოქმია შედგენილი.

ცნობილია, რომ 50 ადამიანს უკრაინიდან გააძევებენ. 36-ს ქვეყანაში ყოფნის ვადა შეუმცირეს, 10 კი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით პუნქტშია განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები