ინდოეთში 3 წლის გოგო გააუპატიურეს და მოკლეს (ვიდეო)

ინდოეთში 3 წლის გოგო რკინიგზის სადგურზე იმ დროს გაიტაცეს, როდესაც დედამისს ჩაეძინა.
The Daily Mail-ის ინფორმაციით, გატაცების შემდეგ ბავშვი გააუპატიურეს და მოკლეს. ბავშვის გატაცების ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
გოგონას დედამ მომხდარი პოლიციას შეატყობინა.
პოლიციამ ხანგრძლივი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ბავშვი დასახიჩრებული იპოვა.
დაკავებულია სამი კაცი. მათ ბრალად 3 წლის გოგოს გაუპატიურება და მოკვლა ედებათ.
The Daily Mail აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი გამტაცებელი, სავარაუდოდ, ბავშვის მამაა, რომელმაც საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა, სადაც სასჯელს ბავშვის გატაცებისა და მოკვლისთვის იხდიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები